პოლიტიკური სუბიექტები პოზიციებს არ ცვლიან - ოპოზიცია თვითმართელობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ხოლო „ქართული ოცნება“ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას კატეგორიულად გამორიცხავს. ამასობაში, ცალკეული ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილისგან 31 მარტს უკეთესი გეგმის შეთავაზებას ელოდებიან. ერთი მხრივ, ოპოზიციონერები მეხუთე პრეზიდენტისგან უფრო მეტს ელოდებიან, ხოლო მეორე მხრივ, ზოგიერთი მისი ქმედებებით უკმაყოფილოა და ამას ღიადაც გამოხატავს. ამავდროულად, ოპოზიციის ეს ნაბიჯები „ქართული ოცნებისთვის“ კრიტიკის მორიგი ობიექტია. მმართველი პარტიის ლიდერთა განცხადებით, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად „გარე დავალების“ მიხედვით მოქმედებს.