პოლიტიკური მხარეები პოზიციებს არ ცვლიან - ოპოზიცია თვითმართელობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, "ქართული ოცნება" კი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს. ამასობაში კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილისგან 31 მარტს უკეთესი კონსტრუქციის შემოთავაზებას ელოდებიან. მმართველი ძალის ოპონენტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიმართ აქვთ მეტის მოლოდინიც და უკმაყოფილებაც. ოპონენტების ქმედებები კვლავ კრიტიკის საგანია უმრავლესობისთვის. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად გარე დირექტივების მიხედვით ხელმძღვანელობს.