საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მასთან კოორდინაციაში მყოფი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები ევროპელ ლიდერებს მოუწოდებენ განიხილონ ჩართულობის ყველა გზა, ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისთვის. წერილის ავტორები მზადყოფნას გამოთქვამენ წარდგნენ ევროპული პარლამენტის წინაშე საქართველოში მიმდინარე მოვლენების განსახილველად. „ქართული ოცნება“ კვლავ ოპონენტები დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს.