გია ვოლსკი - ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც გააჩნია თავისი გეგმა, ისედაც ჩაბუდებულია ევრობიუროკრატიაში „დიფ სთეითი” და თავის ამოცანას ასრულებს - Palitra News

გია ვოლსკი - ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც გააჩნია თავისი გეგმა, ისედაც ჩაბუდებულია ევრობიუროკრატიაში „დიფ სთეითი” და თავის ამოცანას ასრულებს

2025-03-20 15:39:28+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მასთან კოორდინაციაში მყოფი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები ევროპელ ლიდერებს მოუწოდებენ განიხილონ ჩართულობის ყველა გზა, ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისთვის. წერილის ავტორები მზადყოფნას გამოთქვამენ წარდგნენ ევროპული პარლამენტის წინაშე საქართველოში მიმდინარე მოვლენების განსახილველად. „ქართული ოცნება“ კვლავ ოპონენტები დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს.