არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სარჩელით მიმართავს სააპელაციო სასამართლოს, რითაც დაყადაღებული ანგარიშების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს... დანაშაულის ჩადენის წახალისება საქართველოში თუ ქველდემოქმედება - 5 დაყადაღებული ფონდის საკითხის თაობაზე პოლირიკურ მხარეებს ორი ერთმანეთის საპირისპირო შეხედულება აქვთ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ფონდების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხა აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სტიქიის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარებას ხმარდებოდა, თუმცა ოპოზიციის არგუმენტები სარწმუნო არ არის "ქართული ოცნებისთვის". უმრავლესობის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ფონებზე ჩარიცხული თანხები ქვეყანაში დესტრუქციისა და არეულობის გამოწვევას ხმარდებოდა.