“ქვეყანაში დაბეგვრა ხელსაყრელია: ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წელიწადში 155 000 დოლარამდე შემოსავალზე მხოლოდ 1%-იანი საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს. ასევე, ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეგიძლიათ, გახსნათ ბიზნესი, იპოვოთ სამუშაო ან 100 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება შეიძინოთ,” - წერს ექსპერტი. საქართველოს შემდეგ, რუსებისთვის ემიგრაციისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნებია: თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კვიპროსი და ყაზახეთი. რუსი ექსპერტის შეფასებით, ამ ქვეყნებიდან, უძრავი ქონების გაქირავება-შეძენის ღირებულებით, იპოთეკური პროგრამების ხელმისაწვდომობითა და კომუნალური გადასახადების ოდენობით, ყველაზე მიმზიდველი თურქეთი და საქართველოა, სადაც რუსი ემიგრანტისთვის, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, საცხოვრებელი უფრო ხელმისაწვდომია.
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საგადასახადო ტვირთი მინიმალურია, ასევე, ამ ქვეყანაში, ისრაელთან ერთად, მაღალი ხელფასებია, თუმცა შრომის ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ამასთან, საამიროები ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება.
საქართველო, ასევე, რუსებისთვის ევროპის ქვეყნებიდან სერბეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, სადაც უვიზოდ შესვლის საუკეთესო პირობებია. კერძოდ, საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლამდე ვადით არის ნებადართული, რაც, ინდივიდუალური საწარმოს გახსნის, სამუშაოს ან ინვესტიციის გზით “საკუთარი თავის ლეგალიზების საშუალებას” იძლევა.