ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. რიგით მეოთხე აგროოლიმპიადის გამარჯვებულები, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ეკატერინე ავალიანმა დააჯილდოეს. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან იმართება.