ამერიკასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შეთანხმება შედგა - ორი ქვეყნის ლიდერების სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ცეცხლის 30 დღით შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებია წარმოდგენილი. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ პუტინმა აშშ-ის ლიდერთან უკრაინის მიმართ საერთაშორისო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა განიხილა, თუმცა აღნიშნულ თემაზე საუბრის ფაქტს არ ადასტურებს დონალდ ტრამპი. პარალელურად, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბარს ეხმაურებიან ევროპელი ლიდერებიც - რა განცხადებები გავრცელდა ოფიციალური ვაშინგტონისა და მოსკოვის მხრიდან და რა გზავნილები აქვთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს?