27 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი მეგობარ აქტს განიხილავს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, დოკუმენტის შინაარსი და მასში ასახული გზავნილები, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას დაადასტურებს. 22 მარტს თბილისში მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარშიცაა დაგეგმილი. მმართველი გუნდი კი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ღირებულებით თანხვედრაზე საუბრობს და მეგობარ აქტს აბსურდულს უწოდებს. ვის რა მოლოდინი აქვს სენატში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით?