ვის რა პოზიცია აქვს თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით - ეს ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რომელზეც ბარიერ გადალახულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციაზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებთან იმსჯელეს. არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობენ მმართველ გუნდშიც. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ოპონენტების მხრიდან გაჟღერებული ამჟამინდელი პოზიციები თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეიცვლება.