პროკურატურის მიერ აქციებზე დაზარალებულთა დასახმარებლად მომუშავე ფონდების მიმართ დაწყებულ გამოძიებას ნიკა გილაური ეხმაურება. სწორედ მის მიერ დაფუძნებული ფონდი ფროსფერითია ერთ-ერთი, რომლის საბანკო ანგარიშიც პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღდა. მისი თქმით, ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე სრული ფარსია. დაწყებულ გამოძიებას არასერიოზულს უწოდებს ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელიც არც იმას გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე მას ბრალი წაუყენონ. ოპოზიცია ფონდების დაყადაღების უკან პოლიტიკური რეპრესიების კვალს ხედავს. ხელისუფლება კი ფონდების მიერ გაწეული ხარჯების გამჭვირვალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.