დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შეთანხმება შედგა - ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ცეცხლის 30 დღით შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებია წარმოდგენილი. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა აშშ-ის ლიდერთან უკრაინის მიმართ საერთაშორისო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა განიხილა, თუმცა აღნიშნულ თემაზე საუბრის ფაქტს არ ადასტურებს დონალდ ტრამპი. პარალელურად, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების საუბარზე ინფორმაცია გამოაქვეყნა თეთრმა სახლმაც. - რა განცხადებები გავრცელდა ოფიციალური ვაშინგტონისა და მოსკოვის მხრიდან და რა გზავნილები აქვთ აღნიშნული ქვეყნების ლიდერებს.