ოპოზიცია რამდენიმე ფონდის დაყადაღებას "ქართული ოცნების" შიშსა და ამ გზით საპროტესტო აქციების მუხტის ჩახშობას უკავშირებს, ქართული ოცნება კი პროკურატურის გადაწყვეტილებას იყენებს, როგორც მორიგ არგუმენტს, რომ აქციები წინასწარი ორგანიზებული და დესტრუქციული ხასიათის იყო. ოპოზიცია პირობას დებს, რომ დაყადაღებული ფონდების, ასევე, პროტესტის ყველა მონაწილის მიმართ სოლიდარობის სხვა ფორმებს მოძებნის, ფონდების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამჭვირვალობას ითხოვს მმართველი გუნდი. ემუქრებათ თუ არა სამართლებრივი ბრალის წაყენება საპროტესტო აქციების დროს შექმნილი ფონდების დამფუძნებლებს? მერაბ პაპაშვილი გაგვაცნობს თუ რა ვარაუდებს გამოთქვამენ საკითხზე პოლიტიკური მხარეები.