ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ღაზაზე ახალი შეტევები ერთდღიანი თავდასხმა არ არის. მისი თქმით, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია სადაზვერვო სამსახურების და თავდაცვის ძალების რეკომენდაციით დაიწყო და რომ ეს იყო ბოლო გამოსავალი მძევლების გათავისუფლების რამდენიმე კვირიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ნეთანიაჰუს განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, “ჰამასმა“ ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებაზე ყველა შემდგომი წინადადება უარყო.