რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები შეჩერებულია. - შეთანხმება ძალაში 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს. კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთი აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის თანხმობისთვის საკვანძო პირობად უკრაინისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულ შეჩერებას ასახელებს. ასევე, განცხადებაში კრემლი მშვიდობიანად მოგვარებისთვის კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრასა და რუსეთის ინტერესების სრულ გათვალისწინებას ითხოვს. კრემლის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა “175-ი-175-ზე” ფორმატში განხორციელდება და უკრაინას დამატებით 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო გადაეცემა. ტყვეების გაცვლა 19 მარტს შედგება.