სამგორის რაიონში, კუპრაძისა და ზედგინიძის ქუჩებზე გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო - Palitra News

სამგორის რაიონში, კუპრაძისა და ზედგინიძის ქუჩებზე გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო

2025-03-19 09:39:10+04:00

სამგორის რაიონში, კუპრაძისა და ზედგინიძის ქუჩებზე გარე განათების ახალი ქსელი მოაწყო. ბოლო ეტაპზე გზაგამყოფ გამწვანებულ ზოლში 40 ერთეული 12-მეტრიანი მრავალსანათიანი ბოძი დამონტაჟდა.განათების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები თბილისის მერიის დავალებით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა შეასრულეს.