საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართული ოცნების მისამართით კვლავ კრიტიკული განცხადებები ისმის. ანალიტიკოსები ხისტ გზავნილებს ელოდებიან 27 მარტსაც, მაშინ როცა აშშ-ის სენატში მეგობარი აქტის განხილვა უნდა გაიმართოს. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება - ეს ის მთავარი პუნქტია, რომელიც ქვეყანას მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს. მათივე თქმით, თუკი |"|ქართული ოცნება" არ შეიცვლება ქართველი ხალხი ძალიან მალე საქართველოს ნაცვლად კავკასიურ ბელარუსს მიიღებს.