გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გარშემო - საკითხი თავად ოპოზიციის შიგნით დავის საგნად რჩება. “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ მათი პარტია გაერთიანებას მხოლოდ მათთან განიხილავს ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გულწრფელი იქნება. საკმაოდ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა ამავე პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც განაცხადა რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის და მას 31 მარტამდე აქვს დრო აზრის შესაცვლელად რომ ერთიანობა კარგია. ხაბეიშვილს კრიტიკა არც პარტია "გახარია საქართველოსთვის" მისამართით დაუმალავს, რომელიც ამ დრომდე სხვა პარტიებთან გაერთიანების წინააღმდეგია. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ როლს დადებითად აფასებენ სხვა ოპოიციონერი ლიდერები, რომელებიც არა გაერთიანებაზე, არამედ კონკრეტულ საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ოპოზიციურ პარტიებსა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს შორის სამუშაო შეხვედრები კვლავ მიმდინარეობს. მათ შორის გუშინ, ისინი ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს გაბრელიუს ლანდსბერგის შეხვდნენ.