ემუქრებათ თუ არა სამართლებრივი ბრალის წაყენება საპროტესტო აქციების დროს შექმნილი ფონდების დამფუძნებლებს? - Palitra News

ემუქრებათ თუ არა სამართლებრივი ბრალის წაყენება საპროტესტო აქციების დროს შექმნილი ფონდების დამფუძნებლებს?

2025-03-19 09:33:58+04:00

ემუქრებათ თუ არა სამართლებრივი ბრალის წაყენება საპროტესტო აქციების დროს შექმნილი ფონდების დამფუძნებლებს? ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს რომ ბრალი წაუყენონ და დააკავონ. ოპოზიცია რამდენიმე ფონდის დაყადაღებას აქციების მუხტის ჩახშობასა და პროტესტის მონაწილე მოქალაქეებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას უკავშირებს. ამის ფონზე "ქართული ოცნების" ოპონენტები პირობას დებენ რომ დაყადაღებული ფონდებისა და ასევე, პროტესტის მონაწილეების დასახმარებლად სოლიდარობის და თანადგომის ფორმებს მოიძიებენ. ფონდების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს უმრავლესობა, რომელიც მიიჩნევს, რომ კონკრეტულ ფონდებში ჩარიცხული თანხა ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებების წახალისებას ხმარდებოდა.