„ქართული ოცნების“ დაანონსებული ცვლილებების თანახმად, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებს ახალი რეგულაციების გათვალისწინებით მოუწევთ მუშაობა. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ შეზღუდვები და აკრძალვები გავრცელდება არა ონლაინ მედიაზე, არამედ მაუწყებლების ონლაინ პლატფორმებზე. რეგულაციების მიღების შემთხვევაში დარღვევებზე რეაგირების ფუნქცია კომუნიკაციების კომისიას გადაეცემა, რადგან, როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, მედიის თვითრეგულირება არაეფექტური აღმოჩნდა. ოპოზიციაში კი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებს.