„ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ ოპოზიცია გარე დირექტივების მიხედვით მოქმედებს და ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია საერთო სცენარით ხელმძღვანელობს, რათა, როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამას ამტკიცებენ, ქვეყანაში ხელოვნური კრიზისი შექმნან. მათივე განცხადებით, კონკრეტული ოპოზიციონერების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაც სწორედ ქვეყნის გარედან მიღებული დავალების ნაწილია. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ არსებობს საერთო პოზიცია და კოორდინაცია ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რათა ქვეყნამ ევროპული კურსის გადარჩენა მოახერხოს.