„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ ოპოზიცია გარე დირექტივების მიხედვით მოქმედებს და ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალა საერთო სცენარით მოქმედებს, ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შესაქმენლად. მათივე მტკიცებით, კონკრეტული ოპოზიციონერების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაჟღერებული კრიტიკაც სწორედ ქვეყნის გარედან მიღებული დავალების ნაწილია. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ არსებობს საერთო პოზიცია და კოორდინაცია ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რათა ქვეყნამ ევროპული კურსის გადარჩენა შეძლოს.