საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მოცულობა იზრდება - Palitra News

საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მოცულობა იზრდება

2025-03-18 13:43:54+04:00

საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მოცულობა იზრდება. გასული წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ხილის ღირებულებამ 236 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14%-ით აღემატება. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასმელების შემდეგ ხილი ძირითადი საექსპორტო პროდუქტია, რომლის წილიც მთლიან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში 14%-ს შეადგენს. ხილის ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია თხილის, მოცვის, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ზრდით. თუ თხილისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, მოცვი ძირითადად რუსეთში გადის. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება გადამუშავებული ხილის ექსპორტში, ზრდამ ამ შემთხვევაში 80%-ს მიაღწია.