უკრაინის თანხმობის შემდეგ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მსოფლიო ამჯერად რუსეთის საბოლოო პასუხის მოლოდინშია. დღეს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება, რომელზეც, სავარაუდოდ, პასუხი გაეცემა შეკითხვას - არის თუ არა მზად აგრესორი ქვეყნის ლიდერი რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის? - თავის მხრივ, ტრამპი აცხადებს, რომ ბევრ საკითხზე შეთანხმება უკვე არსებობს და ამიტომ ის პუტინისგან სწორ ნაბიჯებს ელის - კიდევ რა მოლოდინებზე საუბრობენ აშშ-ისა და უკრაინის ლიდერები.