„ქართული ოცნება“ მედიასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვას მეორე მოსმენით აპირებს - რას აცხადებენ დეპუტატები - Palitra News

„ქართული ოცნება“ მედიასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვას მეორე მოსმენით აპირებს - რას აცხადებენ დეპუტატები

2025-03-18 12:34:22+04:00

„ქართული ოცნება“ მედიასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვას მეორე მოსმენით აპირებს. სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის რეგულირება ამჯერად უკვე ინტერნეტმედიასა და სოციალურ პლატფორმებზე განთავსებულ მასალებზეც გავრცელდება. ეს ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის მორიგი ობიექტი გახდა. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ბოლო დროს მიღებული თუ დაანონსებული კანონები მათ შიშზე მეტყველებს. ოპოზიციას იმის განცდა აქვს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად კრიტიკული მედიის ეშინია, თუმცა მმართველ პარტიაში განსხვავებული შეხედულება აქვთ. რას აცხადებენ ამ თემაზე პოლიტიკურ სივრცეში