აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამ სამ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას, როჯერ უიკერი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. ამავდროულად, აშშ-ის სენატი მეგობარი აქტის მისაღებად ემზადება. ოფიციალური ვაშინგტოს ბოლო გზავნილებზე ქართველი პოლიტიკოსებიც აქტიურად საუბრობენ. რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით.