აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, როჯერ უიკერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან - როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, ის მხარს უჭერს ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის.
მისივე შეფასებით, საქართველოს, სერბეთისა და უნგრეთის ლიდერებმა პატივი უნდა სცენ საკუთარი მოქალაქეების მოწოდებას ანგარიშვალდებულებისკენ და არ უნდა უპასუხონ მათ კრემლის სტილის რეპრესიებით.