შეერთებული შტატების სენატი „მეგობარი აქტის“ განხილვისთვის ემზადება. კონგრესში ორპარტიული კანონპროექტის განხილვა 27 მარტსაა დაგეგმილი. მიიღებს თუ არა კონგრესი „მეგობარ აქტს" და შეიტანს თუ არა დოკუმენტი გარდამტეხ ცვლილებებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში? - ამ საკითხზე საქართველოში პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები ერთმანეთისგან განსხვავდება - როგორც ოპოზიციაში ამტკიცებენ, მათ აქვთ სანდო ინფორმაცია, რომ კანონპროექტს სენატორთა უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. მათივე განმარტებით, „MEGOBARI აქტის" მიღების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიმართ წნეხი უფრო მეტად გაიზრდება. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ 27 მარტს „ქართულ ოცნებას“ პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მოსმენა კიდევ ერთხელ მოუწევს.