საქართველო კვლავ საერთაშორისო პარტნიორთა ყურადღების ეპიცენტრშია. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოში მოქალაქეთა დაპატიმრებებით შეშფოთებულნი არიან. კაია კალასი აქვე განმარტავს, რომ ევროკავშირი ზეწოლას იმ ადამიანებზე ახორციელებს, რომლებიც, ფაქტობრივად, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობენ. თავის მხრივ, „ქართული ოცნებისთვის“ ევროპელი დიპლომატის მწვავე განცხადებების საკმაოდ მიუღებელია. მმართველი პარტიის წევრებს კაია კალასის ეს განცხადება აფიქრებინებს, რომ ევროპელთა მხრიდან არსებობს იმის ინტერესი, რომ ოპოზიციის ქმედებების გასაძლიერებლად საქართველოში ალტერნატიული დღის წესრიგი შეიქმნას.