შეერთებული შტატები „მეგობარი აქტის" განხილვისთვის ემზადება. კონგრესში ორპარტიული კანონპროექტის განხილვა 27 მარტსაა დაგეგმილი. მიიღებს თუ არა აშშ-ის კონგრესი „მეგობარ აქტს" - ამ კითხვაზე ქართულ ოპოზიციაში ცალსახა პასუხი აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აქვთ კონკრეტული და სანდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონპროექტს კონგრესის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა გააჩნია.