შეერთებული შტატები „მეგობარი აქტის" განხილვისთვის ემზადება - Palitra News

შეერთებული შტატები „მეგობარი აქტის" განხილვისთვის ემზადება

2025-03-17 21:02:11+04:00

შეერთებული შტატები „მეგობარი აქტის" განხილვისთვის ემზადება. კონგრესში ორპარტიული კანონპროექტის განხილვა 27 მარტსაა დაგეგმილი. მიიღებს თუ არა აშშ-ის კონგრესი „მეგობარ აქტს" - ამ კითხვაზე ქართულ ოპოზიციაში ცალსახა პასუხი აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აქვთ კონკრეტული და სანდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონპროექტს კონგრესის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა გააჩნია.