თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთ საქმეზე განაჩენი გამოუტანა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ექსპრეზიდენტს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ 4 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელის ნაწილი - 8 წელი დაუმატა და საერთო ჯამში, სააკაშვილს სასჯელის სახით 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. სააკაშვილი განაჩენის გამოცხადებას კლინიკა ვივამედიდან დისტანციურად არ დაესწრო, თუმცა, 7 ნოემბრის საქმეზე ჩართვის სურვილი მაინც გამოთქვა. მან მისთვის მისჯილი განაჩენიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მას ამ განაჩენით სჯიან. ექსპრეზიდენტის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. ოპოზიციის ნაწილი მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, მმართველ პარტიაში კი ამ განაჩენს მიესალმებიან.