ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3.5 მილიარდამდე ევროს გადახდა დაამტკიცა - Palitra News

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3.5 მილიარდამდე ევროს გადახდა დაამტკიცა

2025-03-17 17:05:19+04:00

ევროკავშირის საბჭომ კიევისთვის Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში გრანტებისა და სესხების მესამე ტრანშის გადაცემა დაამტკიცა და უკრაინა მალე დაახლოებით 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ Ukraine Facility-ის მთავარი მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისა და აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა.

„აღნიშნული მესამე გადაცემის ჩათვლით, უკრაინას Ukraine Facility-ის ფარგლებში, დაახლოებით, 20 მილიარდი ევრო ექნება მიღებული მას შემდეგ რაც ერთი წლის წინ პროგრამა ძალაში შევიდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.