მიიღებს თუ არა კონგრესი ,,მეგობარ აქტს" და შეიტანს თუ არა დოკუმენტი გარდამტეხ ცვლილებებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში? - საკითხზე შეფასებები საქართველოში სხვადასხვაგვარია. ოპოზიცინერი პოლიტიკოსების თქმით, აქვთ სანდო ინფორმაცია, რომ კანონპროექტს კონგრესის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. მათი განმარტებით, „MEGOBARI აქტი“ ნიშნავს “კიდევ უფრო მეტ ზეწოლასა და წნეხს ყველა იმ ადამიანზე, ვინც საქართველოში ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს. რიტორიკა არ შეუცვლიათ ქართულ ოცნებაში. მმართველი გუნდის ლიდერები კვლავ უცხოელი პოლიტიკური აქტორების მხრიდან საქართველოში შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობენ.