საქართველო კვლავ საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ეპიცენტრშია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან საქართველოში ადამინების დაპატიმრებებით. კაია კალასი აქვე დასძენს, რომ ევროკავშირი ზეწოლას ახორციელებს იმ ადამიანებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, ძალადობენ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ევროპელი დიპლომატის მწვავე განცხადებების მიუღებელია კრიტიკის მთავარი ადრესატი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" წევრებს კაია კალასის განცხადება აფიქრებინებს, რომ არსებობს ინტერესი საქართველოში შეიქმნას ალტერნატიული დღის წესრიგი ოპოზიციის რადიკალური ქმედებების გასაძლიერებლად.