სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე  დამნაშავედ ცნო - როგორ მიმდინარეობდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი - Palitra News

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე  დამნაშავედ ცნო - როგორ მიმდინარეობდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი

2025-03-17 12:11:26+04:00

სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე ყოფილ პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე 8 წელი მიესაჯა და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა. განაჩენს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და შეძახილები მოყვა.