სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე ყოფილ პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე 8 წელი მიესაჯა და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა. განაჩენს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და შეძახილები მოყვა.