საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებს ანგარიშით 46:28 სძლია. საქართველომ ზედიზედ მერვე, ჯამში კი მე-17 ტიტული მოიპოვა. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.