პოლიციამ თბილისში 21 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 21 წლის ბიჭი ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.