პოლიციამ თბილისში 21 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ თბილისში 21 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

2025-03-17 09:33:38+04:00

პოლიციამ თბილისში 21 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 21 წლის ბიჭი ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.