აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს რესურსი რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის გამაერთიანებლის როლი ითამაშოს - Palitra News

აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს რესურსი რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის გამაერთიანებლის როლი ითამაშოს

2025-03-17 09:31:52+04:00

აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს რესურსი რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის გამაერთიანებლის როლი ითამაშოს- ამ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებს შორის პოზიციები განსხვავებულია. ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ლევან ხაბეიშვილის თქმით მე-5 პრეზიდენტის ქმედებები თუ განცხადებები უმნიშვნელოა. ლევან ხაბეიშვილის ეს პოზიცია გაუგებარია სხვა პოლიტიკური პარტიებითვის. გახარია საქართველოსთვის გუნდში და კოალიცია ძლიერ საქართველოში ფიქრობენ რომ მე-5 პრეზიდენტის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო ყველაზე ეფექტური იქნება. როგორც ირკვევა- ზურაბიშვილსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება-ისინი კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ რომელიც საზოგადოებისთვის სავარაუდოდ 31 მარტს გახდება ცნობილი.