საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში “ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებული კანონპროექტების განხილვას გააგრძელებს - Palitra News

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში “ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებული კანონპროექტების განხილვას გააგრძელებს

2025-03-17 09:30:11+04:00

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში “ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებული კანონპროექტების განხილვას გააგრძელებს. საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს იმსჯელოს ანტინარკოტიკულ რეფორმაზე, რომელიც ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, წინასწარ დასახულ რეალურ მიზანს ვერ მოემსახურება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა მიღებული რეგულაციები ხელისუფლებამ რეპრესიების მორიგი ტალღისთვის გამოიყენოს. ინიციატივის ავტორების განმარტებით, მცირე რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ახალი ანტინარკოტიკული რეფორმის თანახმად, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდებათ მომხმარებლებსაც.