თბილისში, ახალგაზრდა კაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა გვიან ღამით მიაყენეს.
რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ყველა შესაბამისი მოქმედება ტარდება.