რუსეთის ფედერაციას 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ ევროპელი ლიდერები - ისინი ამბობენ, რომ ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის როგორც უკრაინის პრეზიდენტს, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. მისივე თქმით, ყველა პარტნიორთან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მუშაობა მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის გრძელდება. თავად დიდი ბრიტანეთის პრემიერი კი აცხადებს, რომ კრემლის მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადების სრული უგულებელყოფა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულად არ არის განწყობილი.