წალენჯიხაში, 25 სხვადასხვა ადგილზე ხანძარია. ცეცხლი უახლოვდება დასახლებულ პუნქტებს, - ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ბელქანია ავრცელებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ხანძარმა უკვე დააზიანა რამდენიმე სასაფლაო, ადგილზე რეგიონებიდან დამხმარე სახანძრო სამაშველო ბრიგადას ელოდებიან. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში არსებული ორი სახანძრო მანქანაა, მუშაობს თუმცა ქარი ცეცხლის ლიკვიდაციას ართულებს. წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვარაუდობს, რომ ცეცხლის მიზეზი მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვაა. ადგილზე დენის მიწოდება შეწყვეტილია.