ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხალხის დაკვეთა ქართული ოცნების კონკურენტი პოლიტიკური ძალების ერთიანობაა - Palitra News

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხალხის დაკვეთა ქართული ოცნების კონკურენტი პოლიტიკური ძალების ერთიანობაა

2025-03-15 17:10:41+04:00

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხალხის დაკვეთა ქართული ოცნების კონკურენტი პოლიტიკური ძალების ერთიანობაა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მათ შორის საერთო სიის შესახებაც საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში პარტიული პოლიტიკის ადგილი არ არის. თუმცა გაერთიანების შესახებ ოპოზიციური ძალები კონსესუსის მიღწევას ამჯერადაც ვერ ახერხებენ. . გართიანების ინიციატივის მთავარი კრიტიკოსი პარტია გახარია საქართველოსთვისაა. პარალელურად, კვლავ გრძელდება კონსულტაციები სალომე ზურაბიშვილთან, ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხის თაობაზე. ქართული ოცნება ოპონენტების ყველა ქმედებას უშედეგოდ მიიჩნევს.