საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას. - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამწვავდა. საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე მიუთითებს საფრანგეთსა და ჩეხეთში მიღებული ბოლოდროინდელი რეზოლუციები. ქართულ ოპოზიციუ ფლანგში აქვე დასძენენ, რომ ჩეხეთი არის მე-13 სახელმწიფო რომელიც საქქართველოში ხელახალი საპოარლამენტო არჩევნების მოწოდებით გამოდის. ქართული ოცნება კი კვლავ უცხოელი აქტორების მხრიდან ქვეყნის შიდა ჩარევის მცდელობაზე საუბრობს.