კახეთის გზატკეცილზე ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაიყიდა - ამის შესახებ ინფორმაცია თავად პარტია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიზეზი ერთი მხრივ პარლამენტში მანდატებზე უარის თქმის შემდეგ საბიუჯეტო დაფინანსების მოხსნის შედეგად გამოწვეული ფინანსური სირთულეებია, მეორე მხრივ კი სურვილი, პარტიის ოფისი რაც შეიძლება მეტი მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ადვილად მისასვლელი. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე აშენებული ახალი შენობა პარტიის საკუთრებას 2010 წლიდან წარმოადგენდა.