28 ნომებრიდან მიმდინარე პროტესტის 107-ე დღესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაიკეტა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან საკუთარი უცვლელი მოთხოვნების გასაჟღერებლად შეიკრიბნენ. ისინი ხელახალ საპარალემენტო არცევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. დემონსტრანტები სკანდირებდნენ: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა". პარალელურად აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც მოქალაქეები მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.