საპარლამენტო უმრავლესობამ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო. უკვე რამდენიმე დღეა რაც განხილვის საგანია, თუ რას ემსახურება "ქართული ოცნების" მიერ ახალი რეგულაციები ნარკოპოლიტიკის მიმართულებით? - პოლიტიკურ მხარეებს ერთმანეთის საპირისპირო არგუმენტები აქვთ. "ქართული ოცნება" საკანონმდებლო ცვლილებებს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მათ შორის ნარკორეალიზაციის მიმართულებით არსებულ პრობლემების აღმოფხვრას უკავშირებს. თუმცა უმრავლესობის არგუმენტები სარწმუნი არ არის ოპოზიციისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ ცვლილებებს მმართველი გუნდი აქციების მონაწილე პირების მიმართ უსაფუძვლო დევნისთვის გამოიყენებს. ვის როგორი დამოკიდებულება აქვს საკითხზე?